Sunday, February 16, 2014

მერვე დღე

 ვიმუშავეთ მოდული  6 და მოდული 7 -ზე.  შევისწავლეთ   ფაილის  ჩაშენება,  პრეზენტაციების   ჩაშენება, ბლოგის  დიზაინის  შექმნა    და  შეცვლა,   ფეიჯების    დამატება,  ბლოგის  მმართველ  პანელში  გადასვლა . ასევე   ინტერნეტში   დოკუმენტების  გაზიარება და  საიტების  ბმულების  გაკეთება.       იმედია,   დავიმახსოვრებ,  გამოვიყენებ  და  თანდათან  გავხდები     ინტერნეტ-მომხმარებელთა   დიდი  ოჯახის  აქტიური  წევრი.

Saturday, February 15, 2014

მე–7 დღე

  გავეცანით  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასებას. თუ  რა  ფორმებით  შეიძლება     ნამუშვრების  შეფასება..   ტესტები, რუბრიკები,    checklist–ებს,  მოსწავლეთა  საჭიროებების განსაზღვრის  ფორმებს,  პროექტების  დამხმარე  მასალების  მრავალფეროვნებებს .    Thanks!!!

Sunday, February 9, 2014

მეექვსე დღე

  გავაკეთეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, შევიტანეთ შესწორებები  მოსწავლის შეფასების გეგმაში,   თუ  რა საბაზისო  უნარ–ჩვევები  უნდა  იცოდნენ  მოსწავლეებმა  პროექტის  დაწყების  წინ    შევავსეთ  სასწასლო   პროცედურები.   ძალიან მნიშვნელოვანია.

Saturday, February 8, 2014

მეხუთე დღე

საინტერესო დღე იყო.თითოეულმა  მასწავლებელმა  წარმოადგინა საკუთარი პროექტის  პრეზენტაცია.ძალიან   კმაყოფილი დავრჩი.      ყველას  პრაზენტაცია  მომეწონა.   გარდა  ამისა,    შევისწავლეთ  კომპიუტერის       სხვა   დანიშნულებები: დღევანდელ დღეს  დავარქმევდი "კომპიუტერი–  ჩანაწერაბის  წიგნი". ახლი აღმოჩენების     დღე იყო

Sunday, February 2, 2014

მე–4 დღე

       



            ძალიან    ნაყოფიერი  დღე  იყო.  ვისწავლე პრეზენტაციის  მომზადება, რომელსაც  სხვისი  დახმარების  გარეშე  ვერ  ვაკეთებდი  და რომლის  გაკეთებაც  ძალიან  ძნელი  მეგონა.   გაიხარე  ხათო!

Saturday, February 1, 2014





                       სწავლების  მესამე  დღე.   ვისწავლე    სასწავლო   პროექტების   დაგეგმვა.
   რა რთული    მეგონა  და  როგორ  გამიადვილდა.   ყველაზე  მნიშვნელოვანი  იყო  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო   კითხვების    ფორმულირება,რომლებიც  ძალიან  დამეხმარება  მომავალში.   სწავლე   სიკვდილამდეო,  სწორედ   ამაზეა    ნათქვამი. ძალიან  კმაყოფილი  ვარ.

Sunday, January 26, 2014

მეორე დღე

 გავიმეორეთ  პირველი დღის  მასალა.    გავეცანით პროექტის მოთხოვნილებებს,რომ  მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ  მიზნები  და საკვანძო   შკითხვები.
გავეცანი პუბლიკაციის  მომზადების   პრინციპებს.  გარდა  ამისა,  ჩემთვის  სასარგებლო იყო  google drive-ში მუშაობის გაცნობა. ამ  ყველაფრის  გამოყენება შემიძლია  როგორც ჩემს პედაგოგიურ  საქმიანობაში,  აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში.